ბიზნეს სიახლეთა არქივი

კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2014-10-08 - აბაშა - იყიდება სოფელ ნორიოში განთავსებული უძრავი ქონება

აბაშის რაიონში, სოფელ ნორიოში მდებარე 151.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა (განაშენიანების ფართი 127.00 კვ.მ., დანგრეული).

საწყისი ფასი: 4500 ლარი 
ბიჯი: 500 ლარი 
გარანტია: 450 ლარი 
საკადასტრო კოდი: 40.07.34.009

აღნიშნული ქონების შეძენით დაინტერესების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრს (მისამართი: ქ. ფოთი, თავდადებულის ქ N4) და შემოიტანოთ განაცხადი. ამის შემდგომ, აღნიშნული ქონება გატანილ იქნება ელექტრონულ აუქციონზე. 
უკვე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება კი შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.eauction.ge. საიტზე დარეგისტრირება უფასოა. 

დამატებითი ინფორმაცია: 
,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება არ გაიყიდა/არ გადავიდა სარგებლობაში, დასაშვებია მისი საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვა. 
ელექტრონული აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს: 
• პრივატიზების მიზნით; 
• სარგებლობაში გადაცემის მიზნით; 
• მართვის უფლების გადაცემის მიზნით; 
ელექტრონული აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს პირობიანი და უპირობო ფორმით. 

ინფორმაციისათვის მიმართეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ნომერზე: (+995) 32 299 11 11 (1).

+(415) 251703
+995 599 20 24 00
სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი. 2014 წელი. ყველა უფლება დაცულია
ბიზნესი საზღვრების გარეშე. დამზადებულია IPWDS-ში GIZ ფინანსური მხარდაჭერით