ბიზნეს სიახლეთა არქივი

კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

2014-10-08 - ხობი - იყიდება სოფელ შუახორგაში განთავსებული უძრავი ქონება

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუახორგაში მდებარე 3 896.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (განაშენიანების ფართი: N1 – 285.94 კვ.მ., საერთო ფართით - 411.51 კვ.მ., N2 - 8კვ.მ., N3 – 8.00 კვ.მ., N4 – 37.08 კვ.მ.).

საწყისი ფასი: 42000 ლარი 
ბიჯი: 1000 ლარი 
გარანტია: 4200 ლარი 
საკადასტრო კოდი: 45.16.23.099

აღნიშნული ქონების შეძენით დაინტერესების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრს (მისამართი: ქ. ფოთი, თავდადებულის ქ N4) და შემოიტანოთ განაცხადი. ამის შემდგომ, აღნიშნული ქონება გატანილ იქნება ელექტრონულ აუქციონზე. 
უკვე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება კი შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.eauction.ge. საიტზე დარეგისტრირება უფასოა. 

დამატებითი ინფორმაცია: 
,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება არ გაიყიდა/არ გადავიდა სარგებლობაში, დასაშვებია მისი საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვა. 
ელექტრონული აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს: 
• პრივატიზების მიზნით; 
• სარგებლობაში გადაცემის მიზნით; 
• მართვის უფლების გადაცემის მიზნით; 
ელექტრონული აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს პირობიანი და უპირობო ფორმით. 

ინფორმაციისათვის მიმართეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ნომერზე: (+995) 32 299 11 11 (1).

+(415) 251703
+995 599 20 24 00
სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი. 2014 წელი. ყველა უფლება დაცულია
ბიზნესი საზღვრების გარეშე. დამზადებულია IPWDS-ში GIZ ფინანსური მხარდაჭერით