ბიზნეს სიახლეთა არქივი

კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფორუმის მონაწილეთათვის: სასტუმროები

სასტუმროები

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ანაკლიაში მდებარე სასტუმროების სერვისით. ანაკლიაში განლაგებულია 3 სასტუმრო: "ოქროს საწმისი", "პალმ-ბიჩი" და "ანაკლია"

სასტუმრო "ოქროს საწმისი"

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო "ოქროს საწმისში", კურორტ ანაკლიის ყველაზე უფრო დიდ კომპლექსში. ძირითადი სასტუმრო, რომელიც უმასპინძლებს სამეგრელო ზემო სვანეთის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს.

105 ნომრიანი სასტუმრო განთავსებულია მდინარე ენგურისა და შავი ზღვის შესართავთან და გთავაზობთ ზღვისა და მიმდებარე ლანდშაფტის ულამაზეს პანორამულ ხედებს. თავისი ელეგანტური დიზაინითა და მყუდრო გარემოთი. ჩვენი სასტუმრო გთავაზობთ თანამედროვე დამსვენებლებზე მორგებულ ატმოსფეროს. ოქროს საწმისის რესტორანი გთავაზობთ ქართულ ტრადიციულ და ევროპულ კერძებს, სანაპიროზე არსებული ჩინური რესტორანი კი აზიური კერძების ფართო ასორტიმენტს.

სასტუმროს  სპა ცენტრში შეგიძლიათ ჩაიტაროთ სხვადასხვა პროცედურები რელაქსაციისთვის თუ ჯანმრთელობისთვის. კომპლექსში გაერთიანებულია შიდა და გარე საცურაო აუზები, ბოულინგის ბილიკები და ბილიარდი.

ბიზნეს ფორუმის მონაწილეებისათვის  გათვალისწინებულია სპეციალური შეღავათები: ნომრების ღირებულება შეადგენს 140 ლარს.

ნომრების დასაჯავშნად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: +995 (5) 57 323213; ელ. ფოსტა:anuki.kv@gmail.com

საკონტაქტო პირი: ანნა კვარაცხელია

დეტალური ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს

სასტუმრო "ანაკლია"

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! 

სასტუმრო ანაკლია გთავაზობთ სამი ტიპის სასტუმრო ოთახს, ერთადგილიანს, ორადგილიანს და აპარტამენტებს, 24 საათიანი მომსახურების სერვისით. 

თანამედროვე ავეჯი, თბილი ფერები და კომფორტული საწოლები უზრუნველყოფს დასასვენებელ ატმოსფეროს და სასიამოვნო გარემოს. სასტუმრო ანაკლია იდეალურია როგორც ბიზნესმენებისთვის, ასევე ოჯახური დასვენებისთვის. იგი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, უწყვეტი ინტერნეტ კავშირით. ყველა ოთახს აქვს მშვენიერი ღია აივანი ლამაზი ხედით შავ ზღვაზე. თქვენი დასვენებისა და კარგი განწყობის შესაქმნელად მაღალკვალიფიციური და ყურადღებიანი პერსონალი ზრუნავს.

სასტუმროს აქვს ლიფტი, პანდუსები და სპეციალურად მომზადებული ოთახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის. ყველა ოთახი აღჭურვილია კლიმატკონტროლით, კვამლის დეტექტორით, სეიფით, მინი-ბარით; ყოველდღიურად განახლებადი სააბაზანო ატრიბუტებით (ხალათი, პირსახოცი, ოთახის ფეხსაცმელი), თმის საშრობი და სხვა ჰიგიენური საშუალებებით. 

სასტუმრო ანაკლია იდეალური ადგილია საქმიანი ადამიანებისათვის, შეხვედრებისა და კორპორატიული ღონისძიებების მოსაწყობად, ასევე, აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. 

კეთილმოწყობილ და კომფორტულ ნომრებში არის პლაზმური ტელევიზორი სატელიტური არხებით, სამუშაო მაგიდა, უკაბელო ინტერნეტი, ტელეფონი და კონდიციონერი. სასტუმროს აქვს ნომრების 24 საათიანი მომსახურება, სამრეცხაო, დაცვა, ავტოსადგომი.

ბიზნეს ფორუმის მონაწილეებისათვის  გათვალისწინებულია სპეციალური შეღავათები: ერთადგილიანი  90 ლარი, ორადგილიანი 120 ლარი, ლუქსი 150 ლარი. .

ნომრების დასაჯავშნად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: +995 (5) 77161002

ელ. ფოსტა: info@hotelanaklia.ge

საკონტაქტო პირი: შორენა უჩანეიშვილი

დეტალური ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს

სასტუმრო "პალმ-ბიჩი"

სასტუმრო ანაკლიის საკურორტო ზონაში მდებარეობს. ანაკლიის უნიკალური მიკროკლიმატი, ცხელი ჰავა და ნალექების ძალზე მცირე რაოდენობა დამსვენებელს და ტურისტებს ზაფხულის საუკეთესოდ გატარების შესაძლებლოდას სთავაზობს სასტუმრო „Palm Beach“ მთელს ანაკლიის ტერიტორიაზე ერთ-ერთი საუკეთესო და ფეშენებელურ სასტუმროს წარმოადგენს, იგი გამორჩეულია როგორც ხელსაყრელი ადგილმდებარეობით ანაკლიის მთელს ზღვისპირა ზოლში, ასევე ორიგინალური თანამედროვე  დიზაინითა და დახვეწილი სტილით. ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ბულვარი, 540 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი ზღვაზე, სპორტული და გასართობი ობიექტები თქვენს დასვენებას განუმეორებელსა და დაუვიწყარს ელფერს შესძენს.

ბიზნეს ფორუმის მონაწილეებისათვის  გათვალისწინებულია სპეციალური შეღავათები: ნომრების ღირებულება შეადგენს 120 ლარს.

ნომრების დასაჯავშნად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: +995 (5) 592073757

საკონტაქტო პირი: ლელა სულეიმანიშვილი

ელ. ფოსტა: pbeach242@gmail.com

დეტალური ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს

+(415) 251703
+995 599 20 24 00
სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი. 2014 წელი. ყველა უფლება დაცულია
ბიზნესი საზღვრების გარეშე. დამზადებულია IPWDS-ში GIZ ფინანსური მხარდაჭერით