ბიზნეს სიახლეთა არქივი

კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

რეგიონის პროფილი: ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონი - მხარე დასავლეთ საქართველოში: რეგიონი მოიცავს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და კავკასიონის ქედის სამხრეთკალთებს და მდინარეების ენგურის, რიონის, ცხენისწყლის და კოდორის ზემო წელს.

ადრინდელი საუკუნეებიდან ორი გეოგრაფიული მეზობელი და ლანდშაფტურად განსხვავებული მხარე-კოლხეთი და სვანეთი, (იმდროინდელი კოლხეთის სამეფოსა და სვანეთის გეოგრაფიული და ტერიტორიული ნაწილები) (ადრინდელსაუკუნეებში ერთ-ერთი სამეფოს შემადგენელი ნაწილია, ძველი წელთაღრიცხვის IV-III საუკუნეებში(ძველი ქართული წყაროებით-ეგრისი) ჯერ კოლხეთის სამეფოდ იწოდება, რომლის ეთნიკური სახელწოდება -»კოლხი» პირველად ძველანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში იხსენიება. აღნიშნული კულტურის შემქმნელ კოლხურ ტომთა გაერთიანების ძლიერების ხანა აირეკლა არგონავტთა ლაშქრობის შესახებ ძველბერძნულ თქმულებებში ( თქმულება არგონავტების შესახებ): ადრინდელსაუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილია, შემდეგ კი ეგრისის სამეფოსი. სვანეთი XI-XV საუკუნეებში საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს ერთ-ერთი საერისთავოა.

შავიზღვისპირეთის კოლხურ ტომთა გაერთიანება ძვ.წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისში უკვე სახელმწიფოდ არის ჩამოყალიბებული და ძვ. წელთაღრიცხვის VII საუკუნის ურარტულწყაროებში იხსენიება როგორც კოლხას სამეფო, ხოლო ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნის 20-იანი წლებიდან ისტირიულ წყაროებში კოლხას სამეფო მთელ ანტიკურ სამყაროში ფართოდაა ცნობილი, რომელსაც ჰეროდოტე ახლო აღმოსავლეთის დიდი მონარქიების მიდიისა და აქემენიდური ირანის გვერდით იხსენიებს . აღნიშნულ წლებში სახელმწიფოს სათავეში დგას მეფე - ძველ ბერძენ მწერალთა ცნობით, აიეტიდების დინასტიის წარმომადგენელი (კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის შთამომავალი).

ძვ. წელთაღრიცხვის IV-III საუკუნეებში კოლხეთის სამეფო თანდათანობით დასუსტდა, ხოლო ძვ.წელთაღრიცხვის II-I საუკუნეების მიჯნაზე კოლხეთი დაიპყრო პონტოს მეფემ მითრიდატე VI ევპატორმა და კოლხეთის ოლქების უმეტესობა რომის იმპერიის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოექცა .

პირველი ქრისტიანობის მქადაგებლები დასავლეთ საქართველოში იყვნენ ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი (Iს.) დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან მომძლავრებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უკვე ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებას (325 წელს) ესწრებოდნენ ტრაპიზონის ეპისკოპოსი დომნუსი და ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე.

სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონებმა ჩვენი წელთაღრიცხვის სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვა სახელმწიფოებრივი სტატუსებით გარკვეული წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში, რისი დამადასტურებელია უხოური თუ ქართული ისტორიული წყაროები და ის უძველესი კულტურისა და არქიტექტურის ნიმუშები, რომელიც დღემდე შემონახულია.

სამეგრელო-ზემო სვანეთი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. რეგიონის ტერიტორია ქვეყნის ტერიტორიის 10.6%-ია, რაც შეადგენს 7.4 ათას კვ. კმ-ს, ამ მონაცემით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მეორე ადგილი უკავია საქართველოს რეგიონებს შორის, ხოლო ტყეებს უკავიათ 3.01 ათასი კვ. კმ. ანუ რეგიონის მთლიანი ფართობის 40.7 %.

დასავლეთიდან სამეგრელო-ზემო სვანეთს აფხაზეთი და შავი ზღვა, ჩრდილოეთიდან მთავარი წყალგამყოფი ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონი (საზღვარი სვანეთის, ეგრისის ქედზე და ასხის მასივზეა), სამხრეთ-აღმოსავლეთით იმერეთის და სამხრეთით გურიის რეგიონი ესაზღვრება.

ზემო სვანეთი საქართველოს ჰიფსომეტრიულ «ჭერად» ითვლება. მისი ტერიტორიის 96% ზღვის დონიდან 1000მ-ზე, ხოლო 65.8 % 2000მ-ზე მაღლა არის განლაგებული. ზომიერი კლიმატი, ბუნებრივი სილამაზე და დაცული ფაუნა ზამთრისა და ზაფხულის ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა.

 

+(415) 251703
+995 599 20 24 00
სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი. 2014 წელი. ყველა უფლება დაცულია
ბიზნესი საზღვრების გარეშე. დამზადებულია IPWDS-ში GIZ ფინანსური მხარდაჭერით