ბიზნეს სიახლეთა არქივი

კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დარგობრივი სექტორები: მრეწველობა

სამეგრელო-ზემო სვანეთში მრეწველობა სუსტად არის განვითარებული. 2011 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში მრეწველობის ბრუნვის მოცულობა 289,7 მლნ ლარს, პროდუქციის გამოშვება 286,1 მლნ ლარს, მრეწველობაში დასაქმებულთა რაოდენობა 4646 ადამიანს, დასაქმებულთა საშუალოთვიური ანაზღაურება 283,4 ლარს, ხოლო ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 14,9 მლნ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2011 წელი ზრდის ძალზე მაღალი მაჩვენებლებით აღინიშნა. კერძოდ, 2010 წელთან შედარებით, ბრუნვის მოცულობა 2,1-ჯერ, პროდუქციის გამოშვება 2,3-ჯერ, ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 3,6-ჯერ, დასაქმებულთა რაოდენობა 51,5%-ით, ხოლო მრეწველობაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 30%-ით გაიზარდა.

2011 წელს მრეწველობაში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 163,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2006 წლის მაჩვენებელს 3,3-ჯერ აღემატება. ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა მხოლოდ 2008 წელს, რაც, არსებითად, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებით იყო განპირობებული. 2007, 2009, 2010 და 2011 წლებში ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 14,3% შეადგინა.

რეგიონის სამრეწველო საწარმოების აბსოლუტურ უმეტესობას მცირე და საშუალო ზომის საწარმოები შეადგენს. დღეისათვის, რეგიონის ძირითადი სამრეწველო პროდუქტებია დამუშავებული თხილი და ხე-ტყე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრეწველობის მაპროფილებელი სახეებია თხილისა და ჩაის გადამუშავება, აბაშაში - ნაყინისა და საკონდიტრო წარმოება, წალენჯიხაში - ხე-ტყის გადამუშავება და ჩაის წარმოება, მარტვილში - ჩაის გადამუშავება და ღვინის წარმოება, სენაკში - ღვინის წარმოება, ქ. ფოთში - თევზის ზეთის, თევზის ფქვილის, ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოება, ჩხოროწყუში - თხილის წარმოება, ხოლო მესტიაში - ხე-ტყის გადამუშავება. რეგიონის სამრეწველო სექტორში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების დეფიციტი უნდა განვიხილოთ.

რეგიონის აქტივებისა და რესურსების გათვალისწინებით, ქმედითი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პოლიტიკის პირობებში, სამეგრელო-ზემო სვანეთს მრეწველობის სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. აქტივებისა და რესურსების ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების სტიმულირებაზე მიმართული ძალისხმევა, ხარისხზე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების მაქსიმალური წახალისება, ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემური ზრუნვა, საბანკო კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, კაპიტალის ალტერნატიული ბაზრების ჩამოყალიბება და ზოგადად, სხვადასხვა ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების სათანადო გამოყენება გადამწყვეტ როლს შეასრულებს მრეწველობის სექტორის განვითარებაში.

ასევე იხილე კატეგორიაში - დარგობრივი სექტორები:
+(415) 251703
+995 599 20 24 00
სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი. 2014 წელი. ყველა უფლება დაცულია
ბიზნესი საზღვრების გარეშე. დამზადებულია IPWDS-ში GIZ ფინანსური მხარდაჭერით