ბიზნეს სიახლეთა არქივი

კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფორუმის შესახებ

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი - ანაკლია 2014 არის თანამედროვე პლატფორმა  საერთაშორისო, ადგილობრივ ბიზნესსა და მთვარობას შორის კონსტრუქციული დიალოგისთვის,რომელიც აუცილებელია ჩვენს ტერიტორიაზე მნიშნელოვანი საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის. ფორუმი სამართლიანად  მიიჩნევა რეგიონის მთავარ საინვესტიციო ღონისძიებად . მთავრობის წარმომადგენელბი, ბიზნეს წრეები და ექპერტები გამართავენ ღია დისკუსიას რეგიონის ეკონომკის განვითარების მთავარ საკითხებზე.


 
სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის მიზანი
ფორუმის ჩატარების  მიზანია  სამეგრელო-ზემო სავანეთის მხარეში ინვესტიციების მოზიდვა,  ინვესტორების, ბიზნეს პარტნიორების მოძიება, დაინტერესება და ინფორმირება.

 
ბიზნეს ფორუმის მონაწილეები:

 
ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ მინისტრი,  საქართველოში მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლები ასევე უცხოელი ინვესტორები. ბიზნეს ფორუმის პარტნიორები იქნებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინვესტიციების ეროვნული სააგენტო, ენერგეტიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სავაჭრო სამრეწველო პალატა, შემოსავლების სამსახური და სხვა.

 
თითოეული მუნიციპალიტეტი ფორმუმზე გაიტანს რამდენიმე მზა ბიზნეს პროექტს, ასევე მუნიციპალიტეტებთან ერთად პროექტებს წარადგენენ მეწარმეები. შეხვედრები ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს შორის შედგება B2B ფორმატში.

 
ფორუმის ჩატარების გრაფიკი:

 
ფორუმი ჩატარდება 2014 წლის 31 მაისიდან  1 ივნისის ჩათვლით
 
ფორუმის ჩატარების ადგილი: საქართველო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ანაკლია, სასტუმრო ოქროს საწმისი

 
ფორუმის ჩატარების ინიციატორი:

 
სამეგრელოზემო სვანეთში 2014 წელს საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ჩატარების ინიციატორია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო  რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
+(415) 251703
+995 599 20 24 00
სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი. 2014 წელი. ყველა უფლება დაცულია
ბიზნესი საზღვრების გარეშე. დამზადებულია IPWDS-ში GIZ ფინანსური მხარდაჭერით